რობერტო გალიარდინიმ ინტერი დატოვა
რობერტო გალიარდინიმ ინტერი დატოვა.
ინტერმა განაცხადა, რომ ნახევარმცველმა რობერტო გალიარდინმა კლუბი თავისუფალი ტრანსფერით დატოვა.
ფეხბურთელი “ინტერში” 2017 წლიდან თამაშობს.ამ ხნის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო 190 მატჩში, რომელშიც 16 გოლი გაიტანა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით მონცა და ჯენუა ინტერესდება.
2022/23 სეზონში გალიარდინმა ინტერში 29 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. პორტალი Transfermarkt.com ფეხბურთელის ღირებულებას 4 მილიონ ევროდ აფასებს.