“რეალი” ინტერის ვარსკვლავის შეძენას ცდილობს
“რეალი” ინტერის ვარსკვლავის შეძენას ცდილობს.
მადრიდის “რეალი” “ინტერის” ნახევარმცველით, ნიკოლო ბარელით არის დაინტერესებული. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
მადრიდის “რეალი” მზადაა გარიგებაში ორი ფეხბურთელი – ნაჩო ფერნანდესი და დანი სებალოსი ჩართოს. თუმცა, ინტერი ბარელას ხელშეუხებლად მიიჩნევს და დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” შეთავაზება უარყოფილი იქნება.
2021/2022 წლების სეზონში ბარელას ყველა ტურნირზე ინტერის 48 მატჩში 4 გოლი და 13 საგოლე გადაცემა აქვს. 25 წლის იტალიელის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროდ არის შეფასებული.