პორტოს მწვრთნელმა კონსეისაომ ინტერზე ისაუბრა

 პორტოს მწვრთნელმა კონსეისაომ ინტერზე ისაუბრა
სმარტუნიონი

პორტოს მწვრთნელმა კონსეისაომ ინტერზე ისაუბრა.

პორტოს მთავარმა მწვრთნელმა სერხიო კონსეისაომ მილანის ინტერის დონის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

ოთხშაბათს ჯუზეპე მეაცაზე გუნდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს გამართავენ.

ინტერი დიდი გუნდია, ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელით. ჩვენი მეტოქეები მიჩვეულნი არიან მუდმივ გამოწვევებს, რადგან ისინი თამაშობენ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში. ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერმა მხოლოდ ერთხელ წააგო, რაც ბევრს ამბობს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლიათ მათ, მაგრამ არ ვივიწყებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს. პორტუ ასევე დიდი კლუბია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ყველა თამაშს თავდაჯერებულად უნდა მივუდგეთ.

სერხიო კონსეისაო

ბოლოს დამატებული პოსტები