პერიშიჩმა ინტერს ულტიმატუმი წაუყენა
პერიშიჩმა ინტერს ულტიმატუმი წაუყენა.
მილანის ინტერს სურს თავდამსხმელი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი თავის რიგებში შეინარჩუნოს, მაგრამ მასთან ახალ შრომით ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდებიან.
როგორც Tuttosport-ისთვის გახდა ცნობილი, ხორვატს ხელფასების გაზრდა სურს და ნერაძურებს ულტიმატუმი წაუყენა. ის წელიწადში მინიმუმ 6 მილიონი ევროს გამომუშავებას აპირებს. გამოცხადებული პირობები არ მოსწონს მილანურ გრანდს. კლუბის ხელმძღვანელები არ არიან მზად, 33 წლის ფეხბურთელს გადაუხადონ ასეთი თანხა.
ივანეს “ინტერთან” კონტრაქტი ზაფხულს ეწურება. ხორვატი გარემარბის პრეტენდენტებს შორის არიან ლონდონის ჩელსი და ტურინის იუვენტუსი.