პერიშიჩი: “ტოტენჰემში გადასვლით ჩემი ოცნება ავიხდინე”
პერიშიჩი: “ტოტენჰემში გადასვლით ჩემი ოცნება ავიხდინე”
ტოტენჰემის ახალწვეულმა ივან პერიშიჩმა ლონდონურ კლუბში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.
33 წლის ნახევარმცველი “ტოტენჰემში” მილანის “ინტერიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მხარეებმა ოფიციალურად გააფორმეს შეთანხმება 2024 წლამდე, რომელიც ძალაში 1 ივლისს შევა.
ინტერიდან წასვლა ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც მიმიღია მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, მაგრამ მე გადავწყვიტე ოცნების ასრულება – ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში. ახლა მზად ვარ ტოტენჰემს მივუძღვნა თავი.
ივან პერიშიჩი
“ინტერის” შემადგენლობაში ივან პერიშიჩმა ჩაატარა 254 მატჩი, რომელშიც გაიტანა 55 გოლი და 40-ზე მეტი საგოლე გადაცემა ყველა შეჯიბრში.