პერიშიჩი ლონდონში გაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს
პერიშიჩი ლონდონში გაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს.
ინტერის ნახევარმცველი ივან პერიშიჩი ტოტენჰემში გადასვლასთან ახლოსაა.
Sky Sports Italia-ს ცნობით, ნახევარმცველი დღეს ლონდონში გაფრინდა. დღის განმავლობაში ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ხორვატი ლონდონურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი ხელფასი სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება.
პერიშიჩს “ინტერთან” კონტრაქტი ივნისში ეწურება. ის ტოტენჰემ ჰოტსპურში თავისუფალი ტრანსფერით გადავა.