ონანა: “მინდა ინძაგის მადლობა გადავუხადო ნდობისთვის”
ონანა: “მინდა ინძაგის მადლობა გადავუხადო ნდობისთვის”
ინტერის მეკარემ ანდრე ონანამ მადლობა გადაუხადა კლუბის მთავარ მწვრთნელ სიმონ ინძაგის.
მინდა მადლობა გადავუხადო ინძაგის, ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს, მენდობა და მე გავხდი ინტერის მთავარი მეკარე. ეს ჩემთვის დიდი პატივია, იმედი მაქვს, რომ ამ კლუბთან ერთად ყველაფერს მოვიგებ, რაც შესაძლებელია.
ანდრე ონანა
27 წლის კამერუნელი 2022/23 წლების სეზონის წინ ინტერში უფასო ტრანსფერით გადავიდა.
ნერაძურის შემადგენლობაში 39 მატჩში, ონანამ 33 გოლი გაუშვა და 19 მატჩში კარი სუფთად შეინახა.