ონანა: „იტალიაში 26 წლის ასაკშიც ბავშვად გთვლიან“

 ონანა: „იტალიაში 26 წლის ასაკშიც ბავშვად გთვლიან“
Digiqole Ad

ონანა: „იტალიაში 26 წლის ასაკშიც ბავშვად გთვლიან“

მილანის ინტერის მეკარემ ანდრე ონანმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ექცევიან ფეხბურთელებს იტალიაში.

იტალიაში, 26 წლის ხარ, ჯერ კიდევ ბავშვად გთვლიან. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ დროისთვის უკვე მოვახერხე გამოცდილების მიღება. უკვე 19 წლის ასაკში ვიყავი “აიაქსის” სასტარტო 11-ში. ეს მშვენიერი წლები იყო, ჩვენ ისტორიაში შევედით. მაგრამ წინ უნდა ვიყურო – მეკარის კარიერა ძალიან გრძელია.

ანდრე ონანა

ანდრე ონანა ამ ზაფხულს აიაქსიდან ინტერში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მეკარემ ბარსელონას აკადემია გაიარა.

2022/2023 წლების სეზონში ინტერში ჩატარებულ 13 მატჩში ანდრე ონანამ 15 გოლი გაუშვა.