ონანა: “ინტერი პორტოზე უკეთესი იყო”
ონანა: “ინტერი პორტოზე უკეთესი იყო”
ინტერის მეკარე ანდრე ონანამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
გუნდურად ძალიან კარგად ვითამაშეთ და ბოლო წუთებში ძალიან კარგ მეტოქეს გავუძელით. ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ გავაკეთეთ ის, რისი იმედიც მქონდა და მეოთხედფინალში გავედით. მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ უკეთესები ვიყავით.
ანდრე ონანა
მას შემდეგ, რაც ინტერმა პირველ მატჩში 1-0 მოიგო, გუშინდელი ფრის წყალობით მილანის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა. ინტერის მომდევნო მეტოქე კენჭისყრის შედეგებით გამოვლინდება, რომელიც 17 მარტს გაიმართება.