ონანა: “ევროპაში ინტერს მეტი პატივი უნდა სცენ”
ონანა: “ევროპაში ინტერს მეტი პატივი უნდა სცენ”
ინტერის მეკარემ ანდრე ონანამ თავისი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა მიმდინარე სეზონში.
სერია A-ში წარუმატებელი თამაშის გამო სიმონე ინძაგის გუნდს ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში უკვე მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბენფიკასთან ერთად ითამაშებს.
ევროპაში მეტ პატივისცემას ვიმსახურებთ – ძალიან ძლიერ ჯგუფში ვთამაშობდით, მაგრამ მისგან გამოსვლა მოვახერხეთ. ბარსელონა გავუშვით ევროპის ლიგაზე და არაერთხელ მოვახერხეთ იმის დამტკიცება, რომ ძლიერები ვართ. ბენფიკასთან მატჩებში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
ანდრე ონანა
პირველი შეხვედრა ბენფიკასა და ინტერს შორის 11 აპრილს პორტუგალიაში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 19 აპრილს იტალიაში.