ონანა დისციპლინური გადაცდომის გამო გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს

 ონანა დისციპლინური გადაცდომის გამო გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს
Digiqole Ad

ონანა დისციპლინური გადაცდომის გამო გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს.

კამერუნის ეროვნულმა ნაკრებმა განაცხადა, რომ ნაკრების მთავარი მეკარე ანდრე ონანასთვის ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა.

ანდრეს არყოფნის მიზეზად დისციპლინურ დარღვევას ასახელებენ. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რაში იყო დამნაშავე მილანის ინტერის ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ონანამ სტარტზე შვეიცარიის ნაკრებთან ერთად ითამაშა და ერთი გოლი გაუშვა.

ამ ზაფხულს, ონანა, როგორც თავისუფალი აგენტი, გადავიდა მილანის ინტერში, სადაც კვლავ იბრძვის კლუბში პირველობისთვის კაპიტან სამირ ჰანდანოვიჩთან ერთად.