ოფიციალურად: ინძაგიმ “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა


ოფიციალურად: ინძაგიმ “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.
“ინტერმა ” გუნდის მთავარ მწვრთნელთან, სიმონე ინძაგისთან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად გამოაცხადა .
ახალი ხელშეკრულება წინაზე ერთი წლით მეტი იქნება – 2024 წლის ზაფხულამდე. ასევე, მედიის ცნობით, მწვრთნელმა ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა მიიღო.
სიმონე ინძაგი ინტერს 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. ამ სეზონში მან კლუბთან ერთად იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო და 10 წლის განმავლობაში პირველად აიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.
Inter + Inzaghi = 2️⃣0️⃣2️⃣4️⃣🖊️#ForzaInter #IMInter pic.twitter.com/xDUMRrPlVY
— Inter (@Inter_en) June 21, 2022