ოდრიოსოლა შესაძლოა ინტერში გადავიდეს

 ოდრიოსოლა შესაძლოა ინტერში გადავიდეს
სმარტუნიონი

ოდრიოსოლა შესაძლოა ინტერში გადავიდეს, როგორც დუმფრისის შემცვლელი.

მადრიდის “რეალის” მცველი ალვარო ოდრიოსოლა “ფიორენტინაში” ერთწლიანი იჯარის შემდეგ სამეფო კლუბში დაბრუნდება. Tuttosport-ის ცნობით, ფეხბურთელს მომავალი სეზონი შესაძლოა ინტერში დაიწყოს, რომელიც 26 წლის მცველის მიმართ ინტერესს იჩენს.

გასულ სეზონში ფულბეკმა “იისფერების” შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მადრიდის “რეალი” მზადაა ფეხბურთელი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

ინტერი განიხილავს ოდრიოზოლას, როგორც მცველ დენზელ დუმრიფსის პოტენციურ შემცვლელს, რომელმაც შესაძლოა ამ ზაფხულს მილანური კლუბი დატოვოს.

ბოლოს დამატებული პოსტები