მხითარიანმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია


მხითარიანმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.
“ინტერ კლუბის” გადაცემაში ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა მიიღო მონაწილეობა. მასში ფეხბურთელემა საკუთარ თავზე ისაუბრა. მხითარიანმა გადაწყვიტა დაეხატა თავისი მშობლიური სომხეთის რუკის მონახაზი და მთიანი ყარაბაღი ქვეყნის ნაწილად გამოეხატა. ამრიგად, 33 წლის ფეხბურთელმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს საჩივრების გაგზავნას უეფასა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში, რაც მათ ნახეს.
მოგეხსენებათ, მთიანი ყარაბაღი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიდი ხნის დავის საგანია.
2022/2023 წლების სეზონის 22 მატჩში ჰენრიხ მხითარიანმა 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.