მხითარიანმა მის ყოფილ კლუბზე და ლუკაკუზე ისაუბრა
მხითარიანმა მის ყოფილ კლუბზე და ლუკაკუზე ისაუბრა.
მილანის “ინტერის” ახალწვეულმა ჰენრიხ მხითარიანმა აღიარა, რომ “რომას” მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სურდა მისი ჯალოროსების ბანაკში შენარჩუნება. შეგახსენებთ, რომ სომეხი ნახევარმცველი ნერაძურების რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
სამწუხაროა, რომ რომა დავტოვე, იქ ვიცხოვრე 3 შესანიშნავი წელი და მოვიგე საკონფერენციო ლიგა, მაგრამ უკვე 33 წლის ვარ და მინდა მეტი გამარჯვება. მართალია, მოურინიოს ჩემი რომაში შენარჩუნება სურდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო ის, რაც კლუბში ყველას სურდა. ეს კარგი იყო ჩემთვისაც და რომისთვისაც, რადგან ახლა მათ დიბალა ჰყავთ.
ჰენრიხ მხითარიანი
ინტერში მხითარიანი თავდამსხმელ ედინ ჯეკოსთან გაერთიანდება, რომელთანაც მანამდე რომაში თამაშობდა. ფეხბურთელი ასევე იცნობს მატეო დარმიანს და რომელუ ლუკაკუს – სომეხი მათთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა.
მანჩესტერ იუნაიტედში ლუკაკუსთან კარგი ურთიერთობა მქონდა, აქაც ასე იქნება. ვფიქრობ, ის ახლა უფრო გაძლიერდა.
ჰენრიხ მხითარიანი