მხითარიანმა ინტერში გადასვლა ინძაგისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყვიტა

 მხითარიანმა ინტერში გადასვლა ინძაგისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყვიტა
Digiqole Ad

მხითარიანმა ინტერში გადასვლა ინძაგისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყვიტა.

მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პირადად დაარწმუნა რომსს ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ნერაძურის ბანაკში გადასვლაში. შეგახსენებთ, რომ სომეხი ფეხბურთელი ინტერის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

Football Italia-ს ცნობით, მხითარიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სიმონე ინძაგისთან, რა დროსაც ინტერის მთავარმა მწვრთნელმა დაარწმუნა ნახევარმცველი, ამ სატრანსფერო ფანჯარაში საკლუბო რეგისტრაცია შეეცვალა.

მხითარიანმა რომას შეთავაზება ახალი კონტრაქტის შესახებ არ მიიღო. მილანის “ინტერის” შეთავაზება ფეხბურთელისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, როგორც ფინანსურად, ასევე სპორტული თვალსაზრისით.