მხითარიანი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მიმიდინარე კვირას ინტერს შეუერთდება
მხითარიანი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მიმიდინარე კვირას ინტერს შეუერთდება.
ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, რომის ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ინტერში გადასვლასთან ახლოსაა.
წყაროს ცნობით, მიმდინარე კვირას 33 წლის სომეხი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ნერაძურებთან კონტრაქტს მოაწერს ხელს. შეთანხმება სავარაუდოდ 2024 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.
2021/22 სეზონში მხითარიანმა რომის მაისურით 44 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელის კონტრაქტი რომაელებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.