მხითარიანი პირველი სომეხია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 მატჩი ჩაატარა
მხითარიანი პირველი სომეხია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგზაე 50 მატჩი ჩაატარა.
ინტერის ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გახდა პირველი სომეხი, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 50 მატჩი ჩაატარა. ფაქტს Opta-ს სტატისტიკა ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მხითარიანის დებიუტი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ თასზე თითქმის 13 წლის წინ – 2010 წელს შედგა. იმ დროს სომეხი დონეცკის შახტარის ფერებს იცავდა.
შახტარის გარდა, მხითარიანი თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაში და სამი სხვა კლუბის შემადგენლობაში: დორტმუნდის ბორუსიაში, მანჩესტერ იუნაიტედში და მილანის ინტერში.
სულ სომეხ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გოლი აქვს გატანილი.