მხითარიანი: “ლუკაკუმ დაამტკიცა, რომ სასწაულების მოხდენა შეუძლია”
მხითარიანი: “ლუკაკუმ დაამტკიცა, რომ სასწაულების მოხდენა შეუძლია”
მილანის “ინტერმა” წარმატებით დაიწყო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გამოსვლა, პირველ მატჩში იტალიურმა გუნდმა პორტუგალიური პორტო დაამარცხა. [1-0]
ინტერის ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა გუნდისთვის რომელუ ლუკაკუს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მატჩის წინ ნერაძურის აღმასრულებელმა დირექტორმა მაროტამ აღიარა, რომ ლუკაკუ არ არის საუკეთესო ფორმაში და იწონის 103 კგ-ს, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა ბელგიელს სავლილებიდან შესვლის შემდეგ პორტოსთან მატჩში (1:0) გამარჯვების გოლი გაეტანა.
ის რთულ პერიოდს გადის, რადგან ძველი ტრავმის გამო ძლივს გამოჯანმრთელებისას ახალი ტრავმა მიიღო, მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სასწაულების მოხდენა შეუძლია. რომელუ “ინტერისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს ოპტიმალურ ფორმაში შესვლას და მასში დარჩენას.
ჰენრიხ მხითარიანი