მხითარიანი: “ინტერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში”
მხითარიანი: “ინტერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში”
“ინტერის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბენფიკასთან” გამარჯვების (2:0) შემდეგ თავისი აზრები გააზიარა.
სიმონე ინძაგის გუნდმა ლისაბონში მეტოქის დამარცხება ნიკოლო ბარელას და რომელ ლუკაკუს გოლების წყალობით მოახერხა. საპასუხო თამაში 19 აპრილს მილანში გაიმართება.
ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ამ სეზონში. ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია – წინ განმეორებითი თამაშია. მომავალ კვირას წარმატება უნდა გავიმეოროთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნახევარფინალში გავიდეთ. ბენფიკა ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის.
ჰენრიხ მხითარიანი