მხითარიანი 2-3 კვრით ლაზარეთში
მხითარიანი 2-3 კვრით ლაზარეთში.
მილანის ინტერმა ტრავმის გამო ახალწვეული ჰენრიხ მხითარიანი დაკარგა. “ნერაძურის” პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც მისი გამოჯანმრთელების დრო დადგინდა.
ბარძაყის ტრავმის გამო, მხითარიანი ორ-სამ კვირას გაატარებს ლაზარეთში. შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველმა იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ლეჩესთან მატჩში დაშავდა.
სომეხი ნახევარმცველი ინტერს ამ ზაფხულს დედაქალაქ რომიდან შეუერთდა. მან მილანელებთან ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.
სერია A-ს მეორე ტურში, ინტერი საკუთარ სტადიონზე სპეციას უმასპინძლებს.