მორატი სერია A-ში ინტერის გამარჯვებაზე: “რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია”
მორატი სერია A-ში ინტერის გამარჯვებაზე: “რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია”
მილანის “ინტერის” ყოფილი პრეზიდენტი, მასიმო მორატი იმედს არ კარგავს, რომ “ნერაძურები” სერია A-ს ტიტულის დაცვას შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში სიმონე ინძაგის გუნდს “სამპდორიასთან” მოგება სჭირდება და იმედოვნებს, რომ მილანი დამარცხდება. პარალელური მატჩი სასუოლოსთან.
რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. სასწაულები ხდება, ყველაფერს შეუძლია ადგილი შეცვალოს ნებისმიერ მომენტში. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. მილანი და ინტერი ორი დიდი გუნდია.
მასიმო მორატი
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტური კვირას გაიმართება.