Cancel Preloader

მორატი: მირჩევნია დიბალა, მაგრამ ინტერს სჭირდება ცენტრფორვარდი

 მორატი: მირჩევნია დიბალა, მაგრამ ინტერს სჭირდება ცენტრფორვარდი
Digiqole Ad

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრებები სატრანსფერო ამბებისბის შესახებ გაუზიარა.

“მე ყოველთვის ვლაპარაკობ დიბალას სახელით,მინდა მისი ხილვა ინტერში. ის ნამდვილად ძლიერია. თუმცა ინტერს ცენტრალური თავდამსხმელი უფრო სჭირდება.

მასიმო მორატი

მილანის და ინტერის სტადიონი სესტო სან ჯოვანის რეგიონში ?

ეს შესანიშნავი ადგილია, მაგრამ თუ გუნდები ლოკაციის შეცვლას გადაწყვეტენ, ქალაქისთვის ძალიან ცუდი იქნება.

მასიმო მორატი

„ისეთი ისტორიული სტადიონის მიტოვება, როგორიც ჯუზეპე მეაცაა, ძალიან სამწუხარო იქნებოდა. როდესაც შენ მას სტუმრობ, იქ ფეხბურთის ისტორია იგრძნობა.“

მასიმო მორატი

მან ასევე განაცხადა, რომ კვლავ ინარჩუნებს ურთიერთობას კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან.

“მას ახლაც ველაპარაკები ხანდახან, იმედი მაქვს ყველაფერი გამოუვა, გარდა აღდგომის შემდეგ “ინტერთან” მატჩისა.

მასიმო მორატი