მონცა 2-2 ინტერი | ლაუტაროს მატჩის შემდგომი კომენტარი

 მონცა 2-2 ინტერი | ლაუტაროს მატჩის შემდგომი კომენტარი
სმარტუნიონი

მონცა 2-2 ინტერი | ლაუტაროს მატჩის შემდგომი კომენტარი.

იტალიის ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში მილანის ინტერი მონცასთან მატჩში სირთულეებს წააწყდა და ორი ქულა დაკარგა. ბევრი აჟიოტაჟი გამოიწვია ფრანჩესკო აჩერბის გოლის გაუქმებულმა მომენტმა, რამაც მილანელთა პროტესტი გამოიწვია. ინტერის არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი აღშფოთებულია.

ძალიან გაბრაზებული ვარ, VAR-თან მუშაობის 4-5 წლის შემდეგ, რომ ასეთი შეცდომები ისევ მეორდება… რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვართ, მატჩი ადრე უნდა დაგვესრულებინა. პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ, მაგრამ მეორეში, რა თქმა უნდა, უკეთ თამაში გვმართებდა. მსაჯის შეცდომამ ძალიან გამაბრაზა, სეზონის დასაწყისში გავიგეთ, როგორ ამბობდნენ, რომ გაურკვეველ ფოლის შემდეგ საქმეში ვარი უნდა ჩართულიყო.

ლაუტარო მარტინესი

ეს ფრე გუნდისთვის მწარე იმედგაცრუება იყო მას შემდეგ, რაც მათ მოახერხეს ნაპოლის დაუმარცხებელი სერიის გაწყვეტა, მაგრამ არგენტინელ თავდამსხმელს ლაუტარო მარტინესს კვლავ სჯერა ტიტულის აღების შესაძლებლობის.

პირადი თვალსაზრისით, მუნდიალის მოგების შემდეგ მშვენიერ მომენტს განვიცდი. მაგრამ ახლა ინტერზე ვფიქრობ. დღეს გაბრაზებული ვარ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ. მაგრამ მე მჯერა სკუდეტოს. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ. იმისათვის რომ მოვიგოთ, ყველა ასპექტში უკეთესი უნდა ვიყოთ.

ლაუტარო მარტინესი

ბოლოს დამატებული პოსტები