მონცამ ნახევარმცველი სენსი ინტერიდან იჯარით აიყვანა

 მონცამ ნახევარმცველი სენსი ინტერიდან იჯარით აიყვანა
სმარტუნიონი

მონცამ ნახევარმცველი სენსი ინტერიდან იჯარით აიყვანა.

ინტერის ნახევარმცველი სტეფანო სენსი იჯარით მონცაში გადავიდა.

ხელშეკრულების ვადა მოქმედებს 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე, ხოლო არ არის დაკონკრეტებული აქვს თუ არა მონცას ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობა.

2021/22 სეზონის მეორე ნახევარში სენსი იჯარით თამაშობდა სამპდორიაში. 26 წლის იტალიელმა ნაკრებში 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

პორტალი Transfermarkt.com ფეხბურთელის ღირებულებას 7 მილიონ ევროდ აფასებს.

ბოლოს დამატებული პოსტები