მონცა რანოკიასთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს
მონცა რანოკიასთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
სერია A-ს ახალწვეული მონცა ახლოს არის ინტერის ყოფილ მცველ ანდრეა რანოკიას შეძენასთან. ინსაიდერის ნიკოლო შირას თქმით, იტალიელმა გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი უნდა გააფორმოს.
34 წლის იტალიელი იტალიის ჩემპიონატის ახალბედა გუნდში მოხვედრის წინააღმდეგი არ არის, რადგან გადაწყვეტილი აქვს დატოვოს ინტერი.
ის მილანურ კლუბში 2011 წლიდან არის და მას შემდეგ 226 მატჩი ჩაატარა.
რანოკიას კონტრაქტი 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.