“მონცა” “ინტერის” ნახევარმცველის გაფორმებასთან ახლოსაა
“მონცა” “ინტერის” ნახევარმცველის გაფორმებასთან ახლოსაა.
ურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, ინტერის ნახევარმცველი სტეფანო სენსი მონცაში გადასვლასთან ახლოსაა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი “თეთრ-წითელებს” იჯარით შეუერთდება. მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
სენსი ინტერში 2019 წელს სასუოლოდან გადავიდა. ერთწლიანი სესხის შემდეგ, ნერაძურებმა ის 25 მილიონ ევროდ იყიდეს.
გასული სეზონის მეორე ნახევარი ფეხბურთელმა სამპდორიაში იჯარით გაატარა. მოქმედი კონტრაქტი სერია A-ს ყოფილ ჩემპიონებთან 2024 წლამდეა გათვლილი.
2021/2022 წლების სეზონში 26 წლის იტალიელმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ვებგვერდი Transfermarkt მას 7 მილიონ ევროდ აფასებს.