მონცა ახლოსაა პინამონტის გაფორმებასთან
მონცა ახლოსაა პინამონტის გაფორმებასთან.
მონცა მილანის ინტერის თავდამსხმელის ანდრეა პინამონტის შეძენასთან ახლოსაა. ჟურნალისტ დანიელ ლონგოს თქმით, სერია A-ს ახალწვეული ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის 19 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
პინამონტიმ გასული სეზონი იჯარით ემპოლიში გაატარა. ფეხბურთელმა სეზონი სერია A-ში 13 გოლით და ორი საგოლე გადაცემით დაასრულა, რის წყალობითაც ფრანკფურტის აინტრახტის ყურადღებაც კი მიიპყრო. თუმცა მონცა ამჟამად პინამონტის ტრანსფერის ფავორიტია.