მომავალი სეზონიდან ინტერს ახალი კაპიტანი ეყოლება
მომავალი სეზონიდან ინტერს ახალი კაპიტანი ეყოლება.
მარსელო ბროზოვიჩი მილანის ინტერს ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბს ახალი კაპიტნის არჩევა მოუწევს. უკვე არის კანდიდატურა – ლაუტარო მარტინესი, რომელიც ხუთი წელია მილანურ კლუბში თამაშობს, ლაუტაროს ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზარდა გასულ სეზონს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
სწორედ ის გახდება, fcinter1908.it-ის ცნობით, ინტერის მომავალი კაპიტანი. ჯერ არ სახელდება ვიცე და მესამე კაპიტნის ვიანობა, რადგან სამირ ჰანდანოვიჩი და დანილო დამბროსიო შესაძლოა გუნდიდან წავიდნენ.