Cancel Preloader

მომავალ სეზონში შევხვდებით – “ინტერმა” ოფიციალურად მიულოცა “მილანს”

 მომავალ სეზონში შევხვდებით – “ინტერმა” ოფიციალურად მიულოცა “მილანს”

ინტერი

Digiqole Ad

მომავალ სეზონში შევხვდებით – “ინტერმა” ოფიციალურად მიულოცა “მილანს”

ინტერმა 3-0 აჯობა სამპდორიას, მაგრამ ამან არ უშველა – მილანმა იგივე ანგარიშით მოიგო მატჩი და მე-19-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ამ ტიტულით დაეწია ინტერის სკუდეტოების რაოდენობას. “ნერაძურის” პრესსამსახურმა კონკურენტს პირველის წოდება მიულოცა.

ჩვენი კომპლიმენტები მილანს. წელს დიდი ბრძოლა იყო. მომავალ სეზონში შევხვდებით.

FC. INTER MILANO

მილანმა იტალიის სერია A-ს ჩემპიონატში 86 ქულა დააგროვა, ინტერმა – 84. შარშან ყველაფერი პირიქით დასრულდა – ინტერმა მოიგო, მილანმა კი მეორე ადგილი დაიკავა.

ჩვენი ვებ-გვერდის სახელით ასევე გვინდა მიულოცოთ ქართველ მილანისტებს სკუდეტოს მოპოვება. მომავალ შეხვედრამდე.

WWW.INTERMILANO.GE