მხითარიანს მილანთან მატჩის შემდეგ კუნთების დაჭიმვის დიაგნოზი დაუსვეს

 მხითარიანს მილანთან მატჩის შემდეგ კუნთების დაჭიმვის დიაგნოზი დაუსვეს
Digiqole Ad

მხითარიანს მილანთან მატჩის შემდეგ კუნთების დაჭიმვის დიაგნოზი დაუსვეს.

“ინტერმა” ნახევარმცველის ჰენრიხ მხითარიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სომეხი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩში მილანთან (1:0, პირველი თამაში – 2:0) დაშავდა. ის 44-ე წუთზე შეცვალეს.

დღეს დილით ჰენრიხ მხითარიანს გამოკვლევა ჩაუტარდა. ნახევარმცველს მარცხენა ბარძაყის წინა სწორი კუნთი აქვს დაჭიმული. უახლოეს დღეებში მისი მდგომარეობა ხელახლა შეფასდება.

FC INTER

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ინტერი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივნისს სტამბულში გაიმართება.