მხითარიანი: “ჩვენი ძალა ერთობაშია”

 მხითარიანი: “ჩვენი ძალა ერთობაშია”
სმარტუნიონი

მხითარიანი: “ჩვენი ძალა ერთობაშია”

იტალიის ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში მილანის “ინტერმა” “ფროზინონე” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა. მილანური კლუბის სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი, მატჩის შედეგებით კმაყოფილია. მან განმარტა, რომ ინტერის მთავარი ძალა მოთამაშეთა ერთიანობაშია.

გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ, ხვალ ყველა ჩვენს ნაკრებებში მივდივართ, შემდეგ კი იუვენტუსთან თამაშისთვის მოვემზადებით. რა არის ჩვენი ძალა? ფაქტია, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ეს გაჭირვებით განსაკუთრებით ნათლად ჩანს. ერთიანობა საუკეთესო იარაღია.

ჰენრიხ მხითარიანი

ბოლოს დამატებული პოსტები