მიუნხენგლადბახის ბორუსია მზადაა მარკუს ტურამი 10 მილიონ ევროდ გაყიდოს
მიუნხენგლადბახის ბორუსია მზადაა მარკუს ტურამი 10 მილიონ ევროდ გაყიდოს.
Bild-ის ცნობით, მიონხენგლადბახის ბორუსიას თავდამსხმელმა მარკუს ტურამმა შესაძლოა გუნდი დატოვოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
გერმანული კლუბი მზადაა ზამთარში 10 მილიონ ევროდ გაათავისუფლოს 25 წლის თავდამსხმელი, რათა ზაფხულში უფასოდ არ დაკარგოს.
სეზონის ბოლოს ტურამს ბორუსიასთან კონტრაქტი ეწურება, ამიტომ კლუბი იანვარში მისი ტრანსფერის ვარიანტს განიხილავს. საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის შეძენით მილანის ინტერია დაინტერესებულია.
მიმდინარე სეზონში ტურამმა ბუნდესლიგის 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა.