მილანი პერიშიჩის გადაბირებას ცდილობს
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მილანს შეუძლია შური იძიოს ჩალჰანოღლუს ქურდობაზე. Როგორ? მარტივად, ინტერის მოთამაშის გადაბირებით.
TeleLombardia-ს ინფორმაციით, მილანი ინტერის ხორვატი გარემარბის ივან პერიშიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
ინტერმა უკვე გაზარდა შეთავაზება 4 მილიონამდე, პლუს ბონუსები მომდევნო ორი წლის განმავლობაში, პერიშიჩს სურს სუნინგისგან მსუყე შეთავაზება მიიღოს, როგორც პრიზი ბოლო შესანიშნავი სეზონებისთვის. მაროტას და აუსილიოს არ სურთ პერიშიჩის დაკარგვა.
წყაროს ცნობით, მილანსა და პერიშიჩის აგენტს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და თუ ინტერმა ფეხბურთელთან შეთანხმება ვერ მოახერხა, როსონერი მის უფასოდ დამატებას ეცდება.