“მილანი 0-2 ინტერი” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მხითარიანი დასახელდა

 “მილანი 0-2 ინტერი” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მხითარიანი დასახელდა
Digiqole Ad

მილანი 0-2 ინტერი” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მხითარიანი დასახელდა.

ინტერის ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მილანთან (2:0) საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის შეხვედრის 62-ე წუთზე შეცვალეს.

მან არა მხოლოდ გაიტანა გოლი, არამედ დაუნდობელი იყო ნახევარდაცვაში. ის შესანიშნავად მოქმედებდა ჩალანოღლუსთან ერთად დაცვაში დაშეტევაშიც. მისი პასები წარმოუდგენლად ზუსტი იყო და თამაშს კარგად კითხულობდა.

უეფას ტექნიკური დამკვირვებლები

სომეხმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანზე ინტერის გამარჯვებაში – მან გაიტანა მეორე გოლი, რამაც ინტერს საშუალება მისცა მოეპოვებინა კომფორტული უპირატესობა.

ამ მატჩის მოგების სურვილი დიდი იყო. მეორე ტაიმში ანგარიშზე ვითამაშეთ, ჩემმა თანაგუნდელებმა შესანიშნავად იმუშავეს. მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილა, წინ საპასუხო მატჩი გველოდება, მაგრამ იქ უფრო მეტი ჩვენი ტიფოსები დაგხვდებათ.

ჰენრიხ მხითარიანი

საპასუხო თამაში ერთი კვირის შემდეგ, 16 მაისს, ჯუზეპე მეაცას სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.