მორატიმ შეაფასა ინძაგის მუშაობა ინტერში
მორატიმ შეაფასა ინძაგის მუშაობა ინტერში.
მილანის ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის მუშაობაზე ისაუბრა.
ვფიქრობ, სიმონე კარგად მუშაობს. მსოფლიო ჩემპიონატის შესვენება გუნდისთვის კარგი იქნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იანვარში კლუბს რაიმე გახმაურებული ტრანსფერი დასჭირდეს. ინძაგი კარგად მუშაობს, ინტერი კი კარგ ფეხბურთს თამაშობს.
მასიმო მორატი
იტალიის ჩემპიონატის 15 ტურის შემდეგ, მილანურმა კლუბმა 30 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთეა. ინძაგის გუნდი ლიდერ ნაპოლის 11 ქულით ჩამორჩება.