მარსელომ შესაძლოა ფიორენტინასთანაც ვერ ითამაშოს

 მარსელომ შესაძლოა ფიორენტინასთანაც ვერ ითამაშოს
Digiqole Ad

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ინტრის ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშს განაგრძობს და არ არის გამორიცხული, რომ მან სერია ა-ს მომდევნვო ტურში თამაში ვერ მოახერხოს.

ბროზომ ტრავმა ლივერპულთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და იმის მიუხედავად, რომ მას არანაირი სერიოზული დაზიანება არ დაუდასტურდა, 29 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ტორინოსთან მატჩი უკვე გამოტოვა, ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს.