ინტერმა ბარსელონასთან სამი ფეხბურთელის ტრანსფერი განიხილა
ინტერმა ბარსელონასთან სამი ფეხბურთელის ტრანსფერი განიხილა.
მილანის “ინტერს” მომავალ ზაფხულში კატალონიურ “ბარსელონასთან” 3 გარიგება შეუძლია. “ბლაუგრანას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი ცოტა ხნის წინ შეხვდნენ “ინტერის” მენეჯმენტს, რათა განეხილათ რამდენიმე ფეხბურთელის პოტენციური შეძენა, იუწყება Sport.
ნახევარმცველი ფრენკ კესი, ისევე როგორც მცველები ჟორდი ალბა და სამუელ უმტიტი, შესაძლოა, ზაფხულში ჯუზეპე მეაცაზე გადავიდნენ. თავის მხრივ, ბარსელონამ შესაძლოა მოიწვიოს ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი, რომელიც ახლა ინტერის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის გეგმებში არ შედის.