ალ-ნასრი ბროზოვიჩის სანაცვლოდ ინტერს 18 მილიონი ევრო გადაუხდის

 ალ-ნასრი ბროზოვიჩის სანაცვლოდ ინტერს 18 მილიონი ევრო გადაუხდის
Digiqole Ad

ალ-ნასრი ბროზოვიჩის სანაცვლოდ ინტერს 18 მილიონი ევრო გადაუხდის.

“ინტერის” ნახევარმცველის, მარსელო ბროზოვიჩის “ალ-ნასრში” გადასვლის დეტალები გახდა ცნობილი.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბი 30 წლის ხორვატში 18 მილიონ ევროს გადაიხდის. ამ დროისთვის ორივე გუნდის იურისტები ამოწმებენ ყველა დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია გარიგების დასასრულებლად.

ფეხბურთელი ალ-ნასრთან კონტრაქტს 2026 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმებს.

ბროზოვიჩი ინტერში 2015 წლის იანვრიდან თამაშობს. 2022/23 წლების სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 40 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.