მაროტას არ სურს ლაუტაროს გაყიდვა
მაროტას არ სურს ლაუტაროს გაყიდვა.
ინტერის აღმასრულებელ დირექტორს ბეპე მაროტას არ სურს თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის გაყიდვა და სურს გუნდის მომავალი თამაში ლაუტარო-დიბალას კავშირის გარშემო ააწყოს.
მარტინესის მომავალი გაურკვეველი რჩება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერი არგენტინელის გაყიდვას ფინანსური ანგარიშგების გაუმჯობესების მიზნით აპირებს.
თუმცა, იტალიური მედია მიიჩნევს, რომ კლუბს სურს 24 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება და მის გარშემო გუნდის შექმნა და იუვენტუსის თავდამსხმელის პაოლო დიბალას ირგვლივ, რომელიც სეზონის ბოლოს ტურინულ კლუბს დატოვებს.
მარტინესმა სერია A-ში მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.