მაროტამ უპასუხა კითხვას ლუკაკუს მომავლის შესახებ
მაროტამ უპასუხა კითხვას ლუკაკუს მომავლის შესახებ.
ინტერის აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მაროტა აგრძელებს რეგულარული კითხვების მიღებას ფორვარდ რომელუ ლუკაკუს მომავლის შესახებ.
მოგეხსენებათ, ლუკაკუ ინტერში იჯარით თამაშობს. 29 წლის ფეხბურთელის უფლებები ჩელსის ეკუთვნის.
ლუკაკუს უყვარს ინტერი და ეს ქალაქი. ის ჩელსის მოთამაშეა და გადაწყვეტილებები ამ კლუბის მისაღებია. ლუკაკუს მომავალს მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილავთ. ის არის პროფესიონალი, რომელსაც უყვარს ინტერი.
ჯუზეპე მაროტა
შეგახსენებთ, რომ კვირას “ინტერმა” შინ “ლაციო” 3:1 დაამარცხა.