მაროტამ ისაუბრა დიბალასთან არსებულ სიტუაციაზე

 მაროტამ ისაუბრა დიბალასთან არსებულ სიტუაციაზე
სმარტუნიონი

მაროტამ ისაუბრა დიბალასთან არსებულ სიტუაციაზე,

“ინტერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ თავდამსხმელ პაულო დიბალასთან არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, რომელსაც “იუვენტუსთან” კონტრაქტი ამოეწურა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანური კლუბი არგენტინელ თავდამსხმელთან კონტრაქტზე უკვე შეთანხმებული იყო.

დიბალა არის იმ მოთამაშეთა შორის, რომლებიც თავისუფალი აგენტის სტატუსში არიან. პირველად ჩემს კარიერაში, ამდენი მოთამაშე ჯერ კიდევ უგუნდოდ პირველად ვიხილე. დიბალა ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეტევაში უკვე გვყავს უმაღლესი დონის მოთამაშეები. თუმცა, მე დიდ პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს.

ჯუზეპე მაროტა

ჭორების თანახმად, დიბალას ასევე ეკონტაქტება მილანი, მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი.

ბოლოს დამატებული პოსტები