მაროტა: “ვულოცავ მილანს, მაგრამ ასევე ინტერი ქებას იმსახურებს”
მაროტა: “ვულოცავ მილანს, მაგრამ ასევე ინტერი ქებას იმსახურებს”
“ინტერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ სეზონის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.
ჩვენი მილოცვა მილანს მიემართება, მაგრამ ინტერი ასევე იმსახურებს მილოცვას ყველა ფრონტზე, მფლობელებიდან და პრეზიდენტიდან დაწყებული გულშემატკივრებით დამთავრებული. მე ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია ვთქვა, ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ჩვენ არა მხოლოდ სხვაზე მეტი ქულა დავაგროვეთ, არამედ საუკეთესოები ვიყავით დაკავებული ადგილებისა და ტიტულების მიხედვით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას. ჩვენ ვიცით, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ გვყავს ძლიერი კლუბი და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს გულშემატკივრებს წინ კიდევ უფრო მეტი წარმატებები ექნებათ.
ჯუზეპე მაროტა
ამ სეზონში ინტერმა სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.