მაროტა: “სკუდეტოსთვის ხუთი კლუბი იბრძოლებს”

 მაროტა: “სკუდეტოსთვის ხუთი კლუბი იბრძოლებს”
Digiqole Ad

მაროტა: “სკუდეტოსთვის ხუთი კლუბი იბრძოლებს”

იტალიაში ხუთი კლუბი შეიძლება ჩაითვალოს იტალიური ფეხბურთის უმაღლესი საკლუბო ჯილდოს პრეტენდენტად. ამ აზრს იზიარებს ინტერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა.

გასულ სეზონში ჩემპიონი მილანი გახდა, რომელიც ინტერს ორი ქულით უსწრებდა. მესამე ადგილი ნაპოლის ერგო, მეოთხე – იუვენტუსს. მაგრამ მაროტა ასევე ხედავს რომაულ კლუბს ტიტულის პრეტენდენტად.

იუვენტუსი ყოველთვის საშიშია. მაგრამ ტიტულისთვის ბრძოლას ველოდები არა მხოლოდ მათგან, არამედ მილანისგან, ნაპოლისა და რომისგანაც.

ჯუზეპე მაროტა

იტალიის სერია A ჩემპიონატი 13 აგვისტოს დაიწყება.