მაროტა: “ონანა მიდის? პატიოსანდ გეუბნებით მე ამას გამოვრიცხავ”

 მაროტა: “ონანა მიდის? პატიოსანდ გეუბნებით მე ამას გამოვრიცხავ”
სმარტუნიონი

მაროტა: “ონანა მიდის? პატიოსანდ გეუბნებით მე ამას გამოვრიცხავ”

ინტერის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ კომენტარი გააკეთა ჭორებზე, რომ მეკარე ანდრე ონანა შესაძლოა ჩელსიში გადავიდეს.

ონანა 40 მილიონ ევროდ მიდის? გამოვრიცხავ, პატიოსნად გეუბნებით ამას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის დარჩება. შემოთავაზება არ მიგვიღია და ონანა ბედნიერია მილანში, მას აქ დარჩენა სურს. ჩვენ მის გაყიდვას არ ვგეგმავთ.

ჯუზეპე მაროტა

27 წლის კამერუნელი ინტერში 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ონანამ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაუშვა. მან ასევე 18-ჯერ შეინახა საკუთარი კარი მშრალად.

ბოლოს დამატებული პოსტები