მაროტა: “ნაპოლი ამჟამად უძლიერესი გუნდია, მაგრამ ინტერმა უნდა იბრძოლოს”


მაროტა: “ნაპოლი ამჟამად უძლიერესი გუნდია, მაგრამ ინტერმა უნდა იბრძოლოს”
“ინტერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ “ნაპოლის” სიძლიერესა და ლუჩიანო სპალეტის გუნდთან მომავალ მატჩზე ისაუბრა.
სერია A-ს 15 ტურის შემდეგ ნეაპოლიტანელები 41 ქულით თავდაჯერებულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს, ხოლო ნერაძური 30 ქულით მეხუთე ადგილზეა. 4 იანვარს გუნდები ერთმანეთს მილანში დაუპირისპირდებიან.
ფეხბურთის ისტორიის დიდი ფურცელი – ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი – ახლა დახურულია, დროა დავუბრუნდეთ საკლუბო ფეხბურთს. გვინდა სეზონი თავიდან დავიწყოთ და წარმატებას მივაღწიოთ, საკმარისი ამბიცია გვაქვს. 4 იანვარს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნაპოლის დიდი ბრძოლა გავუმართოთ და გამარჯვებას მივაღწიოთ. პაუზამდე ეს გუნდი უდავოდ უძლიერესი იყო.
ჯუზეპე მაროტა