მაროტა: “მანჩესტერ სიტი ფავორიტია, მაგრამ ინტერი იბრძოლებს”
მაროტა: “მანჩესტერ სიტი ფავორიტია, მაგრამ ინტერი იბრძოლებს”
ინტერის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა.
ეს ფინალი ჩვენი კლუბისთვის დიდი სიამაყის საგანია. ვიცით, რომ ძალიან პატივცემულ მეტოქესთან უნდა ვითამაშოთ, რომელიც ფავორიტია, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები ყველაფერს გაიღებენ ინტერის ღირსებისთვის. მათ ესმით, რას ნიშნავს ეს.
ჯუზეპე მაროტა
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება, მატჩი 10 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.