მაროტა ინტერის პრეზიდენტი გახდა
მაროტა ინტერის პრეზიდენტი გახდა.
“ინტერის” პრეზიდენტად ჯუზეპე მაროტა დაინიშნა. ამის შესახებ მილანური კლუბის პრესსამსახურმა განაცხადა.
მაროტა ინტერში 2018 წლის დეკემბერში მოვიდა და გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ 2023/2024 წლების სეზონში ინტერმა დამაჯერებლად მოიგო იტალიის ჩემპიონატი.
გასულ სეზონში კი ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მანჩესტერ სიტისთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.