მაროტა: “ინძაგი 100 პროცენტით რჩება”
მაროტა: “ინძაგი 100 პროცენტით რჩება”
მილანის “ინტერის” დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში კლუბს სიმონე ინძაგი გაწვრთნის – “ინტერის” ბოლო წარმატებების შემდეგ, მის შესაძლებლობებზე ეჭვი კლუბის მენეჯმენტში გაქრა.
სიმონე ინძაგის გათავისუფლებას არ ვაპირებდით. მან გააძლიერა თავისი პოზიცია, ეს აშკარაა. ჩვენთან დარჩება, ინძაგი მომავალ სეზონში ინტერს 100 პროცენტით გაწვრთნის.
ჯუზეპე მაროტა
შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი მილანურ კლუბს 2021 წლიდან წვრთნის, მან შეცვალა ანტონიო კონტე, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში წავიდა.