მაროტა: “დიმარკოსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება”
მაროტა: “დიმარკოსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება”
მილანის ინტერის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ისაუბრა კლუბის განზრახვაზე, გაახანგრძლივოს კონტრაქტი მარცხენა მცველ ფედერიკო დიმარკოსთან.
25 წლის ფეხბურთელს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წლის შუა რიცხვებში ეწურება, მაგრამ ინტერი მზადაა მეორე მხარე გაუმჯობესებული კონტრაქტით დააჯილდოოს.
ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს დიმარკოს ახალ კონტრაქტზე ძალიან მალე. ეს იქნება სწორი ნაბიჯი, თუ გავითვალისწინებთ მის ერთგულებას კლუბისადმი.
ჯუზეპე მაროტა